კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრემ და სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ვლაქერნობის წირვის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. ის სტიქაროსნებმა ტერიტორიას განარიდეს. ერთ-ერთმა სტუქაროსანმა “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის მიკროფონის წართმევა სცადა და ხელი ჰკრა.
livepress-ის ცნობით, სტიქაროსანმა მედიის წარმომადგენელს უთხრა, რომ მიკროფონს დაუმტვრევდა.
“სტიქაროსნები მედიის მიმართ აგრესიით გამოიჩეოდნენ. მათ შორის, სავარაუდოდ მეუფე შიოს დაცვის წევრიც. განსაკუთრებით მათ მიმართ უხეშობდნენ, ვინც ამ ყველაფერს იღებდა”, – წერს livepress-ი.