გაერო-ში ლავროვის სიტყვით გამოსვლისას დიპლომატებმა დარბაზი დატოვეს

ჟენევაში, გაერო-ს განიარაღების კონფერენციაზე სერგეი ლავროვის ვიდეომიმართვისას ევროპელმა დიპლომატებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს. ლავროვი კონფერენციას ევროკავშირის დაწესებული შეზღუდვების გამო პირადად ვერ ესწრება.