აბაშაში ავარია მოხდა

აბაშაში მომხდარი ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა თავისუფლების ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ექიმების ინფორმაციით, ყველა მათგანის მდგომარება დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი