საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება, განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა.
“არჩევნების შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებით, პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების თარიღად 2021 წლის 2 ოქტომბერი დაასახელა,” – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრეზიდენტის განკარგულებაზე ხელი უკვე პრემიერ-მინისტრმაც მოაწერა.