ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ოპერატორი მოკლა და რეჟისორი დაჭრა – ტრაგედია ნიუ-მექსიკოში

აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატში, გადასაღებ მოედანზე, სადაც ალეკ ბოლდუინის მონაწილეობით ფილმზე მუშაობდნენ, ტრაგედია დატრიალდა.

ცნობილმა მსახიობმა გაისროლა პისტოლეტიდან, რომელსაც ცარიელი პატრონები უნდა ჰქონოდა, თუმცა ამ სროლის შედეგად დაჭრილია რეჟისორი, ოპერატორი ქალი კი, რომელმაც ასევე ცეცხლნასროლი ჭრილობები მიიღო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ინფორმაციას პორტალი TMZ ავრცელებს.

მსახიობი მომხდარით შეძრულია. მისი ეს პირველი ფოტო ტრაგედიის შემდეგ Santa Fe New Mexican-მა გამოაქვეყნა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი