“არა რუსულ კანონს!“ – პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

„არა რუსულ კანონს!“ – ამ ლოზუნგით საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე იმყოფებიან მოქალაქეები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციონერები.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს“. ისმის შეძახილები: „საქართველო”, „მეტი ქალი პარლამენტში“, „ არა ტოტალურ კონტროლს!“.

პერიმეტრს აკონტროლებს პოლიცია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი