საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც კანონით იქნება განსაზღვრული.
“საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება მორიგი არჩევნების წლის ოქტომბრის პირველ შაბათს. ამ ჩანაწერის მიხედვით, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
წინადადება ადგილობრივი არჩევნების თარიღის კანონმდებლობით განსაზღვრის შესახებ სამუშაო ჯგუფში ოპოზიციის მხრიდან წამოვიდა, რაც უმრავლესობამ გაიზიარა.
“საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით იხილავენ.