საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
“მინდა მოქალაქეებს ვთხოვო, ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ ხელახლა მოგვიწია შეზღუდვების დაწესება. არც მინდა გავიმეორო სიტყვები – “დაკეტვა” და ა.შ. ყველაფერი მოვხსენით, მათ შორის ნიღბის ტარება ქუჩაში, რადგან გაუსაძლისი იყო პირბადით სიარული, მაგრამ თუ ადამიანს სურს, მას შეუძლია ატაროს ნიღაბი ქუჩაშიც, თუმცა დახურულ სივრცეში, ასევე ტრანსპორტში ნიღბები არის სავალდებულო. ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა მოვხსენით“, – განაცხადა პრემიერმა.