ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა „მთავარი არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მად ყველაზე მეტად თავისი შვილი სანდრო აკლია და იმედი გამოთქვა, რომ მისი შვილი საკუთარი მამისა და მისი მეგობრების ქმედებებით იამაყებს.
„ბოლო დღეები პარტიაში რომ ვიყავი დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი, ახლა როგორ აუხსნიან რატომ არ ვურეკავ, არ ვიცი, მაგრამ რამე უნდა მოიფიქრონ, რამე მივლინებაზე უფრო გასაგები სანდროსთვის. ერთი რაც მამშვიდებს ისაა, რომ როცა გაიზრდება, youtube-ში ან google-ში რომ შევა და ნახავს ჩემს ამბებს, მგონია რომ იამაყებს, ჩემითაც და ჩემი მეგობრებითაც, ყველა ჩვენგანით, ვინც თავისუფლებისთვის ვიბრძოდით და მოვუტანეთ მას თავისუფლებას და რომ მოვუტანთ მას თავისუფლებას ამაში ეჭვიც არ მეპარება. ყველაფერი კარგად არის. ისტორიის სწორ მხარეს ვარ და ამაზე უკეთესი ვერაფერი მოხდებოდა. ციხეში ყოფნაზე უარესი კიდევ ბევრი რამე შეიძლება იყოს. არ ინერვიულონ (ოჯახმა) და სანდროს მიხედონ. განცდა მაქვს, რომ აქ დიდხანს ყოფნა არ მომიწევს, მაგრამ თუ მომიწევს, მზად ვარ ამისთვისაც, ვიყო ბოლომდე, ვიდრე არ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა მელიამ.