პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუბერნატორების ვაკანტურ ადგილზე, საზოგადიოებას ახალ გუბერნატორებს ორშაბათს წარუდგენს.
ხუთი რეგიონის გუბერნატორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც 26 ივლისს პრემიერმა თანამდებობიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა-თიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის გუბერნატორები გაათავისუფლა.