„ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2022 ახალგაზრდებისთვის“ ორი გამარჯვებული ჰყავს, ელიკო ბენდელიანი და ნათია ჭანკვეტაძე

,ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2022 ახალგაზრდებისთვის“, რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია,  დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეული სასახლის საგამოფენო დარბაზში დღეს  გაიმართა.

პრემიაზე 14 კანდიდატი იყო ნომინირებული, მათ შორის უცხოელებიც: მალვინა კოტუა, ელიკო ბენდელიანი, ნათია ჭანკვეტაძე, გიორგი არზიანი, ირაკლი შამათავა, მარიამ ნარმანია, დავით ესართია, ირინა კვანტალიანი, ტომ ვიზელი, ნიცან მენაგემი, ქსენია ჟვალეუსკაია, ანტონ სტაროვიეროვი, ლუსინე ქოსაკიან და  ოლეჰ რაიდა.

გამარჯვებულები პეციალურმა ჟიურიმ  გამოავლინა.  

ნიკოსეულ სასახლეში გამართულ ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მერიის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, ეუთოსა  და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ, წელსაც ტრადიციულად, ნომინანტებს შორის მერიის რჩეული გამოავლიინა და ის ირინა კვანტალიანი გახდა.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა   ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმებიანმა კვარტეტმა  ლელა მჭედლიძის ხელმძღვანელობით.

“ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია” 2019 წელს, ზუგდიდელმა, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრმა სალომე ადამიამ,  ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დააფუძნა.

პროექტს მეოთხე წელია მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის (PIP) ავსტრიის საელჩოსთან თანამშრომბლობით, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერითა დაზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით ახორციელებს.

ბერტა ონ ზუტნერი პირველი ქალია, რომელიც ალფრედ ნობელის პრემიის ლაურეატი 1905 წელს გახდა. ავსტრიელი მწერალი სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელ დედოფალთან, ეკატერინე ჭავჭავაძესთან მეგობრობდა და ხუთი წლის მანძილზე ზუგდიდში ცხოვრობდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი