საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 122-ე (ბეჩო-ლატალი) კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. აღნიშნულ მონაკვეთზე, წუხელ გვიან ღამით ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო.
აღნიშნულ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.