ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 1 საათით შემცირდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
“სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით ღამის საათებში გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა დღეიდან 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იქნება“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.