ანაკლიასა და განმხურუში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. მუშაობა განაახლა განმუხურში მდებარე აკვა-პარკმა „ანაკლიამ“. ყოველდღიურად დაგეგმილია სხვადასხა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები. იგეგმება აქციები სოციალურად დაუცველი ბავშვების უფასო დასვენებასთან დაკავშიორებით.
აკვა-პარკი ზუგდიდის მერიამ, 10-წლიანი იჯარით ინვესტორს გადასცა, რომელსაც პირველი სამი წლის განმავლობაში საინვესტიციო ვალდებულების მიხედვით 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.
ზუგდიდის მერის პირველი მოადგილის კონსტანტინე კაკავას განმარტებით, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ანაკლიასა და განუხურში მოწესრიგდა სანაპირო ზოლი, რეკრეაციული ზონები და მთელი სეზონის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი, სპორტული, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებები.