გაუპატიურების ბრალდებით აბაშაში მამაკაცი დააკავეს

აბაშის მუნიციპალიტეტში, გაუპატიურების ბრალდებით 1981 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.

“დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1956 წელს დაბადებულ თანასოფლელ ქალზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, სექსუალურად იძალადა.

სამართალდამცველებმა მოძალადე მამაკაცი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანიშნულია ექსპერტიზები, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

აბაშაში, გუშინ ღამით, 65 წლამდე ქალი გააუპატიურეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი