პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და მალე გაავრცელებენ ინფორმაციას, თუ როდის დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა.
“ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და ჩვენ ძალიან მალე გამოვიტანთ უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როდის დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას. ჩვენ გვინდა, რომ დავიწყოთ შემოდგომაზე. ასევე, ახალი აეროპორტის პროექტის თაობაზე ძალიან მალე გვექნება პრეზენტაცია. ეს არის მრავალ ასეულ მილიონიანი ინვესტიცია. რაც შეეხება ენერგეტიკის ობიექტებს, აქაც სერიოზული წინსვლა გვაქვს და ძალიან მალე წარმოგიდგენთ განახლებულ ინფორმაციას”, – აღნიშნავს პრემიერი.