გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა


მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა. დოჩანაშვილის მდგომარეობა ბოლო ორი კვირის მანძილზე მძიმე იყო. 

გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია – “საბას” ლაურეატი ნომინაციაში – “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

კომენტარები

დატოვე კომენტარი