ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა ამბობს, რომ დასავლეთი საქართველოს აფხაზეთში „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს.
„რეგიონში სიტუაციის გამწვავების საშიშროება არსებობს, რადგან დასავლეთი საქართველოს აფხაზეთში „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს. დღეს ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ალიანსი რუსეთთან, რომელიც ჩვენს ინტერესებს იცავს. აუცილებელია რუსეთის ფედერაციისადმი ერთგულების დემონსტრირება და ამავე დროს, აფხაზეთის შიგნით ერთიანობის გაძლიერება“, – განაცხადა შამბამ.