პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დეკრეტული შვებულების ანაზღაურება კერძო სექტორში დასაქმებულთათვისაც გაორმაგდება და 1 იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად 2 ათასი ლარი იქნება.
„დეკრეტული შვებულებების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემატური. ამის თაობაზე მე პარლამენტშიც მთხოვეს. გვქონდა მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ დეკრეტული შვებულების პერიოდში კერძო სექტორში დასაქმებულთათვისაც გავაორმაგოთ დახმარება. 1 იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად გახდება 2 ათასი ლარი.
მანამდე გახსოვთ, ჩვენ სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში გავითვალისწინეთ ეს ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებულებზეც გადავწყვიტეთ და ეს დახმარება 1000 ლარის ნაცვლად 2 000 ლარი იქნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.