დღეს, 31 დეკემბერს დილის 07:00 საათიდან საღამოს 02:00 საათამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ყველა მიმართულებით უფასო იქნება.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, დღეს საღამოს 10 საათზე ზუგდიდში, დადიანების ეზოში გალა კონცერტი გაიმართება,
ღონისძიება 01:00 საათზე დასრულდება.
გალა კონცერტზე თქვენთვის იმღერებენ: დავით ევგენიძე, გიორგი მახარაშვილი, მარიამ შენგელია, გიორგი მიქაძე, თიკა ბალანჩინი და ბენდი NEW ONE.
საღამოს გაუძღვებიან: ლევან ხურცია და ია სუხიტაშვილი. ამასთანავე, 14:00 საათიდან სხვადასხვა წინასაახალწლო ღონისძიებები გაიმართება: საახალწლო ქარავანი, საშობაო ბაზრობა თოვლის ბაბუა, ელფები, მოსიარულე მუსიკოსები და ფოიერვერკი.