ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე ავტო მოყვარულთა შოუს შემდეგ, დღეს, მოტომოყვარულთა შოუ გაიმართება. ღონისძიება 14 საათზე დაიწყება და საღამომდე გასტანს.
მოტო მოყვარულები მთელი საქართველოდან ერთმანეთს 3 კატეგორიაში შეხვდებიან, ასევე გაიმართება მოტო დრიფთ შოუ.
მოტო შეჯიბრებებში გამარჯვებულები 3 კატეგორიაში გამოვლინდებიან. პირველი ადგილების მფლობელებს 500 ლარი, 150 ლიტრი ბენზინი და Gem fest-ის 1000 ლარიანი VIP ბილეთი გადაეცემა. მეორე ადგილის მფლობლ სამივე მონაწილეს 300 ლარი, 100 ლიტრი ბენზინი და Gem fest-ის 250 ლარიანი მრავალჯერადი ბილეთი გადაეცემა. მესამე ადგილზე გასულ მოტომრბოლელებს კი 100 ლარი, 50 ლიტრი ბენზინი და Gem fest-ის 250 ლარიანი მრავალჯერადი ბილეთი გადაემათ.
ღონისძიების სპონსორები არიან: თეგეტა მოტორსი, ვისოლი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, GT Performance, Gem Fest, Palm Beach, Nadi group, საკონდიტრო ბომბორა და მეტრო პლიუსი.
საინფორმაციო მხარდამჭერები: Ipress.ge, Newsportal.ge, smo.ge
რეგიონში ავტო-მოტო შეჯიბრის ჩატარების იდეის ავტორი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიაა, ღონისძიება „Western Drivers Club სამეგრელო“-ს ორგანიზებით, და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის, ზუგდიდის მერიის და ზუგდიდის გამგეობის მხარდაჭერით ტარდება.
ავტო-მოტო მოყვარულთა შოუ „ახალგაზრდობის წლის“ ფარგლებში ტარდება, შეგახსენებთ, რომ 2016 წელი სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა რეგიონში ახალგაზრდობის წლად გამოაცხადა.