ევროკომისარი ლორენს მერედიტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ევროკავშირის გრანტის მოპოვებას ეხმაურება

ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობასა და ინსტიტუციური მშენებლობის საკითხებში დირექტორი  ლორენს მერედიტი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ევროკავშირის პროექტ EU4Culture-ის საგრანტო კონკურსში გამარჯვებას ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება:

„საქართველოს ქალაქი ზუგდიდი ჩვენი (EU4Culture) რეგიონული კონკურსის პირველი გამარჯვებული გახდა. ქალაქს გრანტის სახით გადაეცემა 300 000 ევრო, კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად“ – წერს ევროკომისარი და ზუგდიდის დადიანების სასახლის ფოტოს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 19 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდი ევროკავშირის გრანტის გამარჯვებული გახდა და კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად ევროკავშირისგან 300 000 ევროს დაფინანსებას მიიღებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი