ეროვნული ვალუტის კურსი

16 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.35 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5832 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 1.23 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7397 ლარი გახდა.

1.04 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.113 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 13.60 თეთრი ლარი შეადგინა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი