საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5420 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5461 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0041 ლარი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7817 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7801 ლარს შეადგენდა.