ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ბოლო დღეებში, მისი გაუჩინარების მიზეზად, ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს და “ფეისბუქზე” წერს:

მეგობრებო, უამრავი  შეტყობინება  მომდის, მწერენ  ნაცნობები  და  სრულიად  უცნობი  ადამიანები, თუ  სად  ვარ  და  რატომ  არ  ვჩანვარ  აქტიურად.
თავს  ვალდებულად  ვთვლი  მოგაწოდოთ  ინფორმაცია:  დამიდასტურდა  ვერტებრო- ბაზილარული  სინდრომი  და  ვესტუბულოპათია,  რის  გამოც  ვიმყოფები  სამედიცინო  კვლევებზე  თბილისის  ერთ-ერთ  კლინიკაში.  ვმუშაობ  დისტანციურ  რეჟიმში  და  ვაგრძელებ  მკურნალობას. მინდოდა,  ეს  ინფორმაცია  ჩემგან  მიგეღოთ. 
შეხვედრამდე!”
, – წერს კახა კალაძე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი