ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან – დეგნანი

საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, რუსეთი საქართველოს ყოველთვის ღალატობდა.

“რამდენადაც საქართველოს ისტორიიდან გავიგე, ეს არის ქვეყანა, რომლისთვისაც მიცემულ პირობებს რუსეთი საუკუნეებია არღვევს, რუსეთი ცდილობს საქართველოს წაართვას იდენტურობა, ენა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები. არ ვიცი, აქვთ თუ არა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში დაბრუნების პრობლემა, თუკი მათ ეს სურთ, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ძალიან ბევრი რუსი ჩამოდის საქართველოში“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას, არსებობს თუ არა საშიშროება, რომ საქართველო გამოყენებულ იქნას შავ ხვრელად რუსული სანქცირებული ტვირთის გადასაზიდად.

„ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს ხელისუფლებასთან, სასაზღვრო პოლიციასთან, საბაჟო სამსახურთან, რათა ხელი შევუწყოთ იმის უზრუნველყოფას, რომ საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა საერთაშორისო სანქციები დაიცვას. შესაძლებლობა საქართველოსთვის, იყოს შუა დერეფანი ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ მიმავალი ტვირთებისთვის არის უზარმაზარი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომელსაც მხარს უჭერს შეერთებული შტატები. ჩვენ ველით საქართველოსთან პარტნიორობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ შუა დერეფანში საქართველოს წვლილის მშენებლობაში, მას ასევე ჰქონდეს საერთაშორისო სანქციები დაცვის საშუალებაც“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი