ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ისტორიული ბაღების ევროპულ კვირეულს მასპინძლობს

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ისტორიული ბაღების ევროპულ კვირეულს მასპინძლობს. კვირეულის ფარგლებში, ბოტანიკურ ბაღში მოეწყო   ჰერბარიუმებისა და ქოთნის მცენარეების გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა ახალგაზრდა ზუგდიდელი მხატვრის ნინო ქირიას ნამუშევრების გამოფენა, საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია თემაზე ,,მდგრადი განვითარების მიზნები“.  

ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე გამოფენა-გაყიდვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია მოადგილეებთან ერთად სტუმრობდა.  


ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ისტორიული ბაღების ევროპული მარშრუტის ასოციაციას 2022 წლიდან შეუერთდა, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ბაღის პოპულარიზაციას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი