თუ ხარ შემოქმედებითი და გსურს განავითარო იდეა, ეს პროექტი შენთვისაა!
ზუგდიდის მერია ევროკავშირის პროექტის #EU4Culture მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს შემოქმედებითი სივრცეების და კლასტერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
კონკურსის პირობები ითვალისწინებს ორ მიმართულებას:
ზუგდიდის შემოქმედებითი კლასტერებისა და სივრცეების განვითარება, ასევე ამ მიზნისთვის შემოქმედებითი კლასტერების ალიანსის „შემოქმედებითი ზუგდიდი“ დაარსება/ხელშეწყობა. კულტურის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისთვის მიმართული შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელთა შორის, ასევე სექტორთაშორისი თანამშრომლობის ხელშემწყობი პროგრამების/პროექტების განხორციელება.
ზუგდიდის მერიის მიერ კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 20 100 ლარს.
განაცხადები მიიღება 2023 წლის 5 ივნისიდან 2023 წლის 16 ივნისის ჩათვლით მერიაში, მისამართზე: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N90 მატერიალური სახით ან მერიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – zugdidismeria@gmail.comელექტრონული დოკუმენტის სახით.
კონკურსის დებულება: https://shorturl.at/lDGQ2
კონკურსის პირობები და დაფინანსების წესი: https://shorturl.at/acmAU
დანართი N1 – განცხადების ფორმა: https://shorturl.at/izGMR
დანართი N2 – საპროექტო განაცხადი: https://shorturl.at/ftEP4
დანართი N3 – დაზუსტებული ინფორმაცია: https://shorturl.at/KOV89
დანართი N4 – შესრულების ანგარიში: https://shorturl.at/cGJN6