ზუგდიდის მერის მოვალეობას კონსტანტინე კაკავა შეასრულებს

ზუგდიდის მერის მოვალეობას მისი მოადგილე, კონსტანტინე კაკავა შეასრულებს. კაკავა მერის მოადგილედ 2019 წელს დაინიშნა.

ზუგდიდის უკვე ყოფილმა მერმა, გიორგი შენგელიამ თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალური ქსელით განაცხადა.

მისი თქმით, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში არ იქნებოდა სწორი არც “ქართულ ოცნებაში” დარჩენა და არც ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მომავალ პარტიასთან თანამშრომლობა.

მისივე თქმით, პოლიტიკიდან მიდის.

კომენტარები

დატოვე კომენტარი