ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ, აბასთუმანში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
აბასთუმანში, 1400 მეტრი სიგრძის გზა რეაბილიტირდება, რომლის ღირებულება 1 673 552 ლარს შეადგენს.
გზის რეაბილიტაცია, რეგიონებში განსახიორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.