ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ტრადიციისამებრ, სააღდგომოდ, 500 ოჯახს საჩუქრად საკვები პროდუქტები გადასცა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ, მოადგილეებთან ერთად, სადღესასწაულო კალათები სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს მიუტანა.
სადღესასწაულო კალათები მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობლებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მარტოხელა მშობლებს, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს და ომის მონაწილე ვეტერანებს გადაეცათ და ის სხვადასხვა საჭირო პროდუქტს მოიცავს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნული პროდუქტებისთვის 44 440 ლარი გამოიყო.