ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა სტრასბურგში, ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული ასოციაციის (ALDA) გენერალურ ასამბლეაში იღებს მონაწილეობას.

გენერალური ასამბლეის სხდომაზე თავმჯდომარედ უკრაინელი დელეგატი, მარიუპოლის ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს წარმომადგენელი ტატიანა ლომაკინა იქნა არჩეული.  ასამბლეა უკრაინას  სოლიდარობას უცხადებს.

ALDA-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული  სხვადასხვა სახის დოკუმენტის განხილვა მოხდა, მათ შორის, 2021 წლის საქმიანობის ანგარიში და 2022 წლის პროგრამა და ბიუჯეტი.

მერის პირველი მოადგილის კონსტანტინე კაკავას განმარტებით,  მნიშვნელოვანია  ევროპული ინსტიტუტების მხარდაჭერა ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, მათ შორის, ევროპული გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი თვითმმართველობის მეტად განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროცესში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი