ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილზე ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილზე ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად ამცრელი ჯგუფი სოფელ ჩხორიაში იმყოფებოდა. 

სოფლებში ვაქცინაცია ადგილზე რეგისტრაციითაა შესაძლებელი. ამბულატორიები, სადაც აცრა მიმდინარეობს აღჭურვილია იმუნიზაციისთვის არსებული ყველა მოთხოვნით. 

ვაქცინაცია სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინითაა შესაძლებელი. 

,,კოვიდ 19“ საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამატებითი სივრცე ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხსნა, სადაც მოსახლეობას ადგილზე, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლია იმუნიზაცია. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ვაქცინაცია უკვე 25 ამცრელ დაწესებულებაშია შესაძლებელი. გარდა ამისა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედებს მობილური ჯგუფები, რომლებიც სოფლებში ადგილზე ვაქცინაციას ახდენენ. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი