ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი ბაღის აღმზრდელებს 50 პროცენტიანი ფასდაკლებით მოემსახურება

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივით,  ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტში, სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებათა თანამშრომლები 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილების საჭიროება, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” დეპუტატების მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოიკვეთა.

ცნობისთვის, მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფები ვრცელდება:

·         მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის უფასო მგზავრობა

·         ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სასწავლებლების სტუდენტებისათვის (სასწავლებლის მომართვის საფუძველზე) 50%-იანი ფასდაკლება;

·         ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირებისათვის 50%-იანი ფასდაკლება;

·          სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული მზრუნველობა მოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარებისათვის – უფასო;

·         0-10 წლამდე ბავშვებისათვის – უფასო;

·         სკოლის მოსწავლეებისათვის 50%-იანი ფასდაკლება;

·         სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებისათვის 50% – იანი ფასდაკლება;

·         საპატიო ზუგდიდელებისათვის – უფასო მგზავრობა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი