ზუგდიდი-თბილისის მატარებელი მანქანას შეეჯახა

ექიმების შეფასებით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ზუგდიდში მატარებელი დაეჯახა სტაბილურად მძიმეა. ის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული და ამ წუთებში უტარდება შესაბამისი გამოკვლევები. პაციენტი კონტაქტურია, თუმცა არის შოკურ მდგომარეობაში.

“დაშავებული ქალბატონი იმყოფება გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. მდგომარეობა არის მძიმე. უტარდება შოკსაწინააღმდეგო ღონისძიებები, პარალელურად მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები. რაც შეეხება რაიმე სახის დაზიანებას და მოტეხილობებს, ვერ გეტყვით , რადგან პაციენტი არის კვლევის ფაზაში და პასუხები გამოკვლევების დასრულების შედეგად გახდება ცნობილი”, – განაცხადა ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ.

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მსუბუქ ავტომობილს მატარებელი დაეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა მანქანის მძღოლი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი