ზუგდიდი-თბილისის მატარებელი ავარიულად გაჩერდა

ზუგდიდი-თბილისის მატარებელი სოფელ ინგირის მონაკვეთზე დაახლოებით 2 საათით გაჩერდა. არსებული ინფორმაციით, ავარიული გაჩერების მიზეზი, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანება იყო.

მატარებელში დაახლოებით 225 მგზავრი იმყოფებოდა. შეფერხების ადგილზე, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მოკვლევით სამუშაოებს აწარმოებენ. 

ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი