ზუგდიდი ყველაზე გამჭვირვალე მუნიციპალიტეტებს შორისაა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მესამე წელია მყარად ინარჩუნებს, ყველაზე გამჭვირვალე მუნიციპალიტეტის პოზიციას ტოპ ხუთეულში. მიმდინარე წელს, ზუგდიდი ყველაზე გამჭვირვალე მუნიციპალიტეტებს შორის მე-5 პოზიციაზე დასახელდა.  

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის შეფასების შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართა. 

ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილესთან, კონსტანტინე კაკავასთან ერთად დაესწრო. 

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი სწავლობს და აფასებს საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს.

ღონისძიების შემდეგ დაჯილდოვდნენ მუნიციპალიტეტები, რომლებმაც 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით მაღალი შედეგები აჩვენეს.

ინდექსის მიხედვით პირველი ერთიანი ეროვნული შეფასება 2017 წელს განხორციელდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევითა და ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი