ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე ახალი განათების სისტემა მოეწყო

ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე გარე განათების ახალი სისტემა დამონტაჟდა. 


ახალი განათების ელექტრო კომუნიკაციები მიწის ქვეშ განთავსდა, ელექტრო კაბელები ქალაქის იერსახეს აღარ ამახინჯებს და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებს.


თაბუკაშვილის ქუჩის განათებით ქალაქში ყველა ქუჩისა და ჩიხის განათების სამუშაოები დასრულდა.


პარალელურად მიმდინარეობს გარე განათების სამუშაოები მუნიციპალიტეტის სოფლებში. ზუგდიდის სოფლებში წელს გარე განათების 29 პროექტი განხორციელდება.


შესრულებულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია და მოადგილეები გაეცნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი