ზუგდიდში იმუნიზაციის ცენტრებში მომართვიანობა გაიზარდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ ვაქცინაციის პროცესის წასახალისებლად გადადგმულმა  ნაბიჯებმა მნიშვნელოვნად გაზარდა იმუნიზაციის ტემპი. 

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეში 300-მდე 60 წელს გადაცილებული პირი იცრება, რაც საგრძნობლად გაზრდილი რაოდენობაა წინა თვეებთან შედარებით. 

მთავრობის ინიციატივით, პენსიონერები ერთჯერადად 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 5 ვაქცინაციის პუნქტია, სადაც აცრა ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინით ხდება. ამასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას  ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი ემსახურება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი