ზუგდიდში მამაკაცმა ბენზინი ჯერ მეზობელს შეასხა, შემდეგ კი თავადაც გადაისხა

ზუგდიდში, მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასხა. 60 წლის მამაკაცი ქუთაისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, 75 წლის კაცმა ბენზინი თავადაც გადაისხა, ის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა. ასევე, კლინიკაში იმყოფება გარდაცვლილის ძმაც, რომელმაც მეზობლების გაშველების დროს დაზიანებები მიიღო.

როგორც ირკვევა, მეზობლებს შორის დავა ყოფით ნიადაგზე გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ის წლების წინ შესაბამის დაწესებულებაში მკურნალობდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი