ზუგდიდში მედიის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა 5-6 ივლისს, თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე განხორციელებული ძალადობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანია „პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს.
მედიის წარმომადგენლები ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.