ზუგდიდში მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი აღინიშნება. ამ დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ტრადიციულად, ომის ვეტერანებს საჩუქრად ფულად თანხას 500 ლარს, ხოლო ზურგის მუშაკებს 200-200 ლარს გადასცემს. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ.


ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ დღესთან დაკავშირებით ომში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები გვირგვინით შეამკეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი