ზუგდიდში, ერთ-ერთ სტადიონზე არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტი თანატოლებს შორის ურთიერთშელაპარაკებას მოყვა. მათივე თქმით, ჩხუბში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.
დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.