ა(ა)იპ ,,ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 28 სექტემბერს, 19:00 საათზე, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ზუგდიდის პირველი კლასიკური მუსიკის ფესტივალი და საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
კლასიკური მუსიკის ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ის ყოველწლიურად ზუგდიდში ჩატარდება.