წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში და ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე პრობლემები შექმნა.
დილიდან სტიქიის ზონებში სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია მის მოადგილეებთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად.
ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლის ეზოები, სავარგულები, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. ჩამორეცხილი და დაზიანებულია შიდა საუბნო გზები, ხიდ-ბოგირები.
ამ დროისთვის სპეციალური კომისია სტიქიით მიყენებულ ზარალს ადგენს.