ზუგდიდში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა, ჟორდანიას ქუჩაზე საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
გზის სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
ჟორდანიას ქუჩის გარდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა 8 მარტის, კუბისა და ქორთუას ქუჩებზე მიმდინარეობს.