სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, მერთან გიორგი შენგელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და სპორტის სხვადასხვა სახეობაში მსოფლიოს, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონატების პრიზიორებსა და მათ მწვრთნელებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცეს.
“თითოეულ თქვენგანს გილოცავთ ამ წარმატებებს და მადლობას გიხდით იმ შედეგებისთვის, რასაც პანდემიის მიუხედავად, დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად მიაღწიეთ. თქვენ ხართ ჩვენთვის მისაბაძი ადამიანები. სპორტის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გვერდში დგომისთვის და იმისთვის, რომ თქვენს განვითარებას შევუწყოთ ხელი. როცა თქვენ ჩვენი ქვეყნის ჰიმნს აჟღერებთ საზღვარგარეთ ეს ჩვენი სიამაყეა. აქვე მინდა აღვნიშნო, მწვრთნელების დიდი შრომა და ძალისხმევა, რომლის შედეგიცაა მიღწეული გამარჯვევები. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ” – განაცხადა გიორგი შენგელიამ