ზუგდიდში არასრულწლოვნის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 13 წლის მოზარდისთვის ეს მაქსიმალური სასჯელია, რომელიც მოსამართლე შოთა ბიჭიამ გამოაცხადა.
განაჩენს არ ეთანხმება დაკავებულის დედა. ის ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.