14-15 ივლისს, ზუგდიდში, პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხი და…“ გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ანსამბლები:
“რუსთავი”
“ბასიანი”
“ერისიონი”
“არსიანი”
“ოდოია”
“ბედინერა”
“კოლხური ტრიო”
“ფაზისი”
” ჰარირა”
“ორბელი”
ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი
“მუსიკელი”
“ჩელა”
“ჩხოროწყუ”
“კოლხეთი”
“ეგრისი”
ფესტივალი 14 ივლისს ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში, 19:00 სთ-ზე, ხოლო 15 ივლისს, ანაკლიის ისტორიული ციხესიმაგრეში, ტრადიციული რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენით, 19:00 სთ-ზე დაიწყება. დახურვის ღონისძიება 20:00 სთ-ზე გაიმართება.
ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის” ორგანიზებითა და მხარდაჭერით იმართება.