ზუგდიდში, რუსთაველისა და კედიას ქუჩაზე ორი მაღაზია გაქურდეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, წაღებულია გარკვეული ოდენობის თანხა და თამბაქო.
გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეებმა მაღაზიების გასაღებების ასლი დაამზადეს და ტერიტორიაზე ამ გზით შეაღწიეს.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.